ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სპეციალურ ბრიფინგზე ტესტებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ სახელმწიფო ტესტების შესყიდვას სრულად აფინანსებს.
მისივე განცხადებით, ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან არის გავლილი.
„მას შემდეგ, რაც მოხდა ქსელების გაფართოება, როგორც ცხელების კლინიკებად და კოვიდ კლინიკებად, სახელმწიფო ამარაგებს ამ კლინიკებს და აწვდის იმ ტესტებს, რომლებიც არის მიღებული ჩვენი რეგულირების სააგენტოს მხრიდან და კონსულტაციები გავლილია NCDC-სთან და ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ ტესტების სანდოობასთან დაკავშირებით. სოციალური სააგენტოს დეპარტამენტის სააგენტოში შემუშავდა უკვე დაფინანსების მექანიზმი და სახელმწიფოს მხრიდან მოხდება ყოველივეს დაფინანსება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.